უსინდისობაა, უნამუსობაა - ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და „ოცნების" წევრს და აბრალებ „ნაციონალურ მოძრაობას", ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის ინციდენტსა და მის მიმართ, აღნიშნულ საქმეში მონაწილე პირის, ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
დეპუტატი ამ წუთებში რუსთავში, პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.
სულეიმანოვის თქმით, ალახვერდიევი იყო „ქართული ოცნების“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდა.
„ჩვენთან იყო ოფისში და ვუთხარი, რატომ ლაპარაკობ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, შენ ჩვენი პარტიის წევრი არ ხარ - ეს არის უნამუსობა. მერე წავიდა ეს ბიჭი, მერე რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა - არ ვიცი“, აცხადებს დეპუტატი, რომლის თქმითაც, ალახვერდიევის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.