საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების თაობაზე ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აზუსტებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს და ასეთი რამ არც კი განხილულა.
„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.