დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ოფიციალურად გახსნა
13-06-2018, 17:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მილიონნახევარი ლარის ინვესტიცია და ორმოცი ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის სწორედ საწარმო „ალუტექ ჯორჯია“, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიან ალუმინის კარ-ფანჯრებს. ჩვენ ვნახეთ ევროპული სტანდარტის საწარმო, რომელიც, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებულია და მისი ხარისხი არის უმაღლესი“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმოს, „ალუტექ ჯორჯია“-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

 

 

„სწორედ ასეთ პროექტებს ქმნის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანებს და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახალი ინვესტიციები განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში“, აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

 

 

შპს „ალუტექ ჯორჯია“ ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 499 000 ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. საწარმო თბილისში, ქიზიყის ქ. #24-ში მდებარეობს.

 

 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, მომავალში წარმომადგენლობების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.

 

 

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 880 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით შეიქმნება 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

რაც შეეხება პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტს, მის ფარგლებში 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 5 313 პროექტი და დაფინანსებულია 8 412 ბენეფიციარი. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გაიცა 38 მლნ. ლარზე მეტი. დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარამდეა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი