ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5 %-ით გაიზარდა
13-06-2018, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5 %-ით არის გაზრდილი. სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

 

 

„2018 წლის იანვარი - მაისის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 ფრენით და 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე;

 

 

ბოლო ხუთი თვის განმავლობაშ შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.

 

 

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის დადებითი შედეგია.

 

 

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKAINE AIRLINES დაფიქსირდნენ", ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი