ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატის, ეკატერინე მიდოდაშვილის განცხადებით, ალახვერდიევს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდა.
„ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი. განხორციელდა მუქარაც სექსუალური ძალადობის შესახებ. კონკრეტულად მერის მხრიდან იყო მუქარა აღნიშნულთან დაკავშირებით....
ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ჩვენება მიცემული აქვს. მე დავესწარი მხოლოდ დადგენილების გამოტანას. ის უკვე დაზარალებულად არის ცნობილი. ასევე მას გაესაუბრა სახალხო დამცველის წარმომადგენელი", განუცხადა ჟურნალისტებს ალახვერდიევის ადვოკატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.