სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სტუდენტებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერეს.
ვიზიტის დროს განხორციელდა სპორტულ-კულტურული, დასუფთავების ღონისძიებები. მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტებისა და ისტორიული ძეგლების მონახულება 11 ივნისს, საფარის მონასტრიდან დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ტურისტულ მარშრუტში შევიდა: საფარის მონასტერი, ოხერასა და მაჭიხეთის ეკლესიები, მუსხის სკოლა-მუზეუმი, აგარის მონასტერი, სოფელ ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია, სოფელ წინუბანში ბიეთის მონასტერი, აწყურის ციხე და მონასტერი.
ექსპედიციის მონაწილეები ურავლის ხეობაში დაბანაკდნენ და კარვებში გაათენეს ღამე. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ყველა ის პრობლემატური საკითხი და წინადადება, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის.
„ჩვენი მიზანი იყო გამოვსულიყავით კაბინეტებიდან და სტუდენტებთან ერთად მოგვენახულებინა ღირსშესანიშნავი ადგილები და ინფრასტრუქტურული პროექტები, გამოგვევლინა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, ერთად გვეზრუნა მათი განვითარების გზებზე. აუცილებელია , როგორც სტუდენტების აგრეთვე მოსახლეობის ჩართულობა რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენაში", განაცხდა კახა სამხარაძემ.
ტურში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60–მდე სტუდენტი, ასევე პროფესორები მიიღებენ.
მონაწილე სტუდენტებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაცია მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ შეიმუშაონ წინადადებები.

„კარგია, როცა ჩვენს რეგიონში სტუდენტების ჩართულობით ასეთი პროექტი ხორციელდება, ერთად ვეცნობით ბევრ რამეს და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენ შეხედულებებს. ეს ერთგვარი განტვირთვაცაა ჩვენთვის", აღნიშნა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ავთანდილ ოთანაძემ.
სამუშაო ვიზიტის დასკვნითი ღონისძიება ახალციხის ხელოვნურ ტბაზე დასრულდა. მონაწილეებმა ორდღიანი ტური შეაჯამეს, რის შემდეგაც ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს.
ახალციხის შემდგე ექსპედიცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.