გიორგი ვოლსკი: მე გიორგი კვირიკაშვილის ამ გადაწყვეტილებას ახლა არ ველოდებოდი
13-06-2018, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

 


როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასე მალე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას არ მოელოდა.

 

 

„როგორც ჩანს, ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ თემებთან დაკავშირებით, რაზედაც გუნდშიც გამოითქვა და პარტიის თავმჯდომარე ახსენა მან და რასაკვირველია, მისი მხრიდანაც გამოითქვა მოსაზრებები, შენიშვნები, ველოდებოდით განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ანგარიშს ველოდებოდით, ვფიქრობ, პრემიერ მინისტრმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ სჯობს წავიდეს - ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მართალი გითხრათ, მე ველოდებოდი ჯერ იმ ანგარიშს, რომელზეც მე ამ დილით ვისაუბრე.... შემცვლელთან დაკავშირებით ჩვენ არ გვილაპარაკია. უახლოეს პერიოდში გაგრძელდება კონსულტაციები.... ჯერჯერობით ყველა მინისტრი მოვალეობას შეასრულებს, ცვლილებებზე ასე სწრაფად ნუ ვილაპარაკებთ - ჩვენ ქვეყანას სტრესები არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, წყნარად, აუღელვებლად გაგრძელდება ამ თემაზე მსჯელობა, მაგრამ ერთიც მინდა ვთქვა - დღეს უკვე არავის აღარ უკვირს, თუ რატომ გაგრძელდა სამ საათზე მეტი ეს საუბარი და გუშინ ამაზე თავისმართლება მოგვიწია. სერიოზული საკითხი იყო, სერიოზული განსჯა იყო. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნდა პიროვნულად სწორად ამ ვითარებაში, თუმცა, მართალი გითხრათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ამ გადაწყვეტილებას ახლა არ ველოდებოდი", განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი