გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მმართველ გუნდში ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციები დაიწყო.
კონსულტაციები „ამ წუთიდანვე დაიწყო“, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა არ დასჭირდება და ამას უფრო მალე გააკეთებს.
„ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმითაც გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან წასვლა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან კავშირში არ არის და ის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.