პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა „საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლამ და მხარდამჭერმა აქციებმა“ განაპირობა.
მელია აცხადებს, რომ ივანიშვილი „თავისას არ მოიშლის“ და „ახალ ყურმოჭრილ მონებს გამოიყვანს ასპარეზზე“ და „შეეცდება ხალხის კვლავ მოტყუებას“, ამიტომ ბრძოლა „საბოლოო გამარჯვებამდე“ უნდა გაგრძელდეს.
„დაგროვილმა უსამართლობამ, საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლამ და მხარდამჭერმა აქციებმა შედეგი გამოიღო - ოლიგარქმა ქვეყანას ჯერ მისი პირადი ჯიბის პროკურორი შოთაძე, ახლა კი ‘პრემიერ-მინისტრი’ და მასთან ერთად მთელი მთავრობა მოაშორა. ორი კვირის წინ პრემიერი კვირიკაშვილი გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ამ აუცილებლობას ვერც მისი ბატონი ხედავდა, მაგრამ ხალხის ერთიანობამ ეს აუცილებლობა მალევე დაანახა მათ.
„ივანიშვილი ცხადია, თავისას არ მოიშლის და კვლავაც ფარსად აქცევს ამ ყველაფერს - ახალ ყურმოჭრილ მონებს გამოიყვანს ასპარეზზე - ახალი სახელით და გვარით მოგვევლინება და შეეცდება ხალხის კვლავ მოტყუებას. ამიტომ ბრძოლა გრძელდება და მას კვლავაც ვაიძულებთ უკანდახევას და ასე საბოლოო გამარჯვებამდე!
„მთავრობის გადადგომა მხოლოდ მორიგი გამარჯვებაა, ჩვენ ყველა ერთად ძალიან მალე მივაღწევთ დათუნა სარალიძის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას, ჩვენ ჩვენი ერთიანობით ივანიშვილს ვაიძულებთ ვადამდელი საპარლემენტო არჩევნების დანიშვნას, რაც ერთადერთი გზაა ქვეყნის გადასარჩენად!“ აცხადებს ნიკა მელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.