პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ გუნდს, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს
14-06-2018, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, რომ პრემიერ მინისტრად „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს. მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს შეკითხვები, თუ ვინ და რატომ ირჩევს და ხსნის პრემიერ მინისტრებს, მმართველი პარტიის ლიდერი თავად უნდა იყოს პრემიერ მინისტრი.

 

 

„თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და თუ ევროპული სახელმწიფო ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია.

 

 

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრონციპით ხსნის პრემიერ მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ მინისტრებს. მე მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს და მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და დაასახელონ პრემიერ მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ფორუმზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი