„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ისევე, როგორც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ბიძინა ივანიშვილმა მორიგ „ბარტყად გადმოადგო".
ქარდავას მიაჩნია, რომ ივანიშვილს ამით თავისი ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნება სურს, თუმცა, ამას რიგი პირობების შეუსრულებლად, ვერ მოახერხებს.
„კვირიკაშვილი ისევე, როგორც გენერალური პროკურორი ბარტყად გადმოაგდო ბიძინა ივანიშვილმა.... მას სურს ახლა, უინტერესო და არაფრისმომტანი კვირიკაშვილის გადმოგდებით რაღაცნაირად თავისი ოლიგარქიული მოყანყალებული სისტემა შეინარჩუნოს. მაგრამ, დამერწმუნეთ, ვერ შეინარჩუნებს, თუ გენერალური პროკურორის შერჩევა არ მოხდება სამოქალაქო სექტორთან ერთად. თუ არ გადადგება წულუკიანი, თუ ძალისმიერ მინისტრებს არ შეელევა ბიძინა ივანიშვილი, ის მხოლოდ დროებით შეძლებს რაღაც პრობლემის გადაგორებას", აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.