მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში დღეიდან შევა
09-06-2015, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხიდის ერთი მიმართულების ასფალტის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ამით ხიდების კეთილმოწყობა დასრულდება და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა სრულად აღდგება. აღნიშნულ ინფორმაციას მერიის პრეს-სასმსახური ავრცელებს.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით, აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.


თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.


სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და 26 ივნისს უნდა დასრულებულიყო. კომპანია სამუშაოებს 17 დღით ადრე ასრულებს. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში 9 ივნისს შევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი