საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „სწორი არ იქნება".
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდეს, ასევე, თეორიულად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას კიდევ უფრო გადაავადებს.
„მგონია, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ არის 33 დეპუტატი წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში, დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, შეიძლება, ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს კიდევ უფრო მცირე. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ ჯობია, არ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასევე, შეგახსენებთ იმას, რომ თუ ჩატარდება დღეს, პირობითად, თეორიულად, საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ქვეყნის განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.