თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, შალვა ძებისაშვილმა თემაზე „საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები“ ლექცია წაიკითხა. ლექცია DIB სკოლასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მოქმედი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ასევე კავკასიის უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრაზე კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტები და პედაგოგებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოს საზაფხულო სკოლის „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“ ფარგლებში ესტუმრნენ.
შალვა ძებისაშვილი მათ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ძირითადი ასპექტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. ლექციაზე ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზეც იმსჯელეს.
პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და კაროლინას უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. ერთი კვირის განმავლობაში პროექტში „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტები ევრაზიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების კონტექსტსა და უსაფრთხოების სფეროში გლობალურ და რეგიონულ პოლიტიკას ეცნობიან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.