თეა წულუკიანი: ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე
14-06-2018, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალობის შემსრულებელი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციები, თუ ვის დაასახელებს მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად, არ აქვს.

 

 

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ მინისტრი კანდიდატი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

მისივე თქმით, პრემიერისა და მინისტრების ცვლილებით ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ იცვლება.

 

 

„კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი