„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობაა შეკრებილი და პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობს.
სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება.
მან ასევე თქვა, რომ პრემიერის პოსტზე მეორე კანდიდატურაზეც არის საუბარი და ეს გიორგი გახარიაა.
„განიხილება ბატონი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. გადაწყვეტილებას გაგაცნობთ უმრავლესობის სხდომის დასრულებისთანავე. აქ ამოსავალი კრიტერიუმები არის პირველ რიგში ის, რომ ახალ პრემიერ მინისტრს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვარაუდი და ამ შემთხვევაშიც ეს იყო მცდარი. მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდეთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით და შემდგომში უკვე გუნდი მასთან ერთად გამართავს კონსულტაციებს კაბინეტის ფორმირების შესახებ. გიორგი გახარიაც არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც განიხილება პრემიერ მინისტრობის კანდიდატად", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:
დაბადების თარიღი
1982 წლის 9 ივნისი
განათლება
არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს
2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია
სამუშაო გამოცდილება
2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე - სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი
2007-2008 წლებში - სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2005-2006 წლებში - სს „საქართველოს რკინიგზა“, პროექტის მენეჯერი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.