ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება რამდენიმე ძველი მინისტრი - ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ბევრი“ ცვლილებაა მოსალოდნელი
14-06-2018, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პრემიერ მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

 

უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ზაქარია ქუცნაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ პრემიერ მინისტრის შეცვლის გარდა, ცვლილებები მინისტრთა კაბინეტშიც იგეგმება.

 

 

„მინისტრთა კაბინეტში ბევრი შეიცვლება", ამბობს ქუცნაშვილი.

 

 

ვიდრე მმართველი გუნდი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ ოფიციალურად დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დაკომპლექტდება.

 

 

არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ოთხი მინისტრი შეიცვლება - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს დავით ზალკალიანი შეცვლის, იუსტიციის მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, შალვა თადუმაძე დაიკავებს. ცვლილებები პირველი პირების დონეზე მოხდება ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებშიც. ფინანსთა მინისტრის პოსტზე თავად ბახტაძეს მისი ერთ-ერთი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეცვლის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი