არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე იქნება
14-06-2018, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძეს ასახელებს.

 

 

განცხადება ამის თაობაზე ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ბატონი მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ. გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა, მამუკა ბახტაძის მეთაურობით, წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას", განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

ვინ არის მამუკა ბახტაძე?

 

 

მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

 

დაბადების თარიღი

 

1982 წლის 9 ივნისი


განათლება

არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი


დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს


2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია


სამუშაო გამოცდილება

 

2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე - სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

 

2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი

 

2007-2008 წლებში - სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

 

2005-2006 წლებში - სს „საქართველოს რკინიგზა“, პროექტის მენეჯერი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი