პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელებაზე საუბარი არ ისურვა და პარლამენტში წარსადგენ ხედვებზე გააკეთა აქცენტი
14-06-2018, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ შევამცირებთ ჩაორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა საგანგებო ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ იგი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

 

 

ბახტაძის თქმით, უახლოეს დღეებში ის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს საკუთარ ხედვას.

 

 

„ჩემი ხედვა დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე: პირველი ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას" აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.

 

 

მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.

 

 

მესამე - ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავედროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავედროს, ანტიკორუფციული ხაზით.

 

 

მეოთხე - რომელიც მინდა პირდაპირ გითხრათ, არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი - ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. და სწორდ, ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.

 

 

საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა და ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების" მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე. ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო და მისი საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე. ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც მიეცემა საშუალება რეალიზაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში. მაგრამ ამისთვის, ბუნებრივია, საჭიროა, პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი, ძალიან მაღალი კომპეტენციის ხარისხი და რაც მთავარია, ყველა ძალის და ყველა იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ყველაფერს ერთად აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ვინ არის მამუკა ბახტაძე?

 

 

მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

 

დაბადების თარიღი

 

1982 წლის 9 ივნისი


განათლება

არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი


დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს


2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია


სამუშაო გამოცდილება

 

2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე - სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

 

2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი

 

2007-2008 წლებში - სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

 

2005-2006 წლებში - სს „საქართველოს რკინიგზა“, პროექტის მენეჯერი

 

კომენტარები: 1
#1  დავითი
      
უაღრესად განათლებული ადამიანი ჩანს ბატონი ბახტაძე. ყველას ინტერესებშია რომ წინ წაიწიოს ამ ჩვენმა გასაცოდავებულმა საქართველომ და ღმერთმა ინებოს ამ იმედების გამართლება, რასაც ეს ახალი კადრი გვპირდება.
14 ივნისი 2018 13:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი