ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის 14-კაციან შემადგენლობას მამუკა ბახტაძე დაასახელებს და მისი მხრიდან არასწორი იქნება დღეს საუბარი კონკრეტულ მინისტრებზე
14-06-2018, 19:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი მხრიდან არასწორი იქნება დღეს საუბარი კონკრეტულ მინისტრებზე - ეს არის მამუკა ბახტაძის პრეროგატივა, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულებისა და პრემიერ მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ.

 


„ჯერ ხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პერსონალურად, ინდივიდუალურად ასახელებს სამთავრობო გუნდს. შესაბამისად, დღეს არ გვქონდა იმის პრეროგატივა, რომ გვემსჯელა სამთავრობო გუნდზე. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება დღეს საუბარი კონკრეტულ მინისტრებზე, ეს არის მამუკა ბახტაძის პრეროგატივა. ის დაასახელებს 14-კაციან შემადგენლობას და ამის შემდეგ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატებზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძის შესახებ თქვა, რომ მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მცირე ხნის განმავლობაში მუშაობისას, "უკვე შეძლო რამდენიმე ისეთი ინიციატივის წარდგენა, რომელმაც გამოიწვია სერიოზული პოზიტიური ძვრები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“.

 

 

„იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული ეს გადაწყვეტილება. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხირივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

 


ბატონი მამუკა ბახტაძე მთელი ამ დროის განმავლობაში გამოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ინიციატივების შედეგებს და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ბატონი მამუკა წარსდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში იქნება ასახული ახალი ინიციატივები, რომელიც დააჩქარებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას და დააჩქარებს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი