„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძე იყო „უკიდურესად წარუმატებელი" და საქართველოს რკინიგზა გაკოტრების პირას მიიყვანა.
„ეს არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია მხოლოდ წარუმატებლობასთან", განაცხადა სამადაშვილმა ბახტაძის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელებამდე და აღნიშნა, რომ თუ მას წარადგენდა მმართველი გუნდი მთავრობის მეთაურობის კანდიდატად, ეს მოხდებოდა „პირადი მოტივით".
„ქართულ ოცნებას“ ამოწურული აქვს რესურსი, მათ შორის ადამიანური რესუსი ამ ქვეყნის სამართავად. ბახტაძის დანიშვნა პრემიერ მინისტრად იქნება მხოლოდ ამის ნიშანი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო უკიდურესად წარუმატებელი და ფაქტობრივად, გაკოტრების პირას მიიყვანა კომპანია, რომელიც ის ხელმძღვანელობდა, სქართველოს რკინიგზას ვგულისხმობ. ეს არის ადამიანი, რომლის სახელი დაკავშირებულია მხოლოდ წარუმატებლობასთან და თუ რაღაცა პირადი მოტივაციით დანიშნავს მას ამ ქვეყნის რეალური მმართველი, ბატონი ივანიშვილი პრემიერ მინისტრად, ეს იქნება ბოლო წერტილი, რომლიდანაც დაიწყება საბოლოოდ ჩამოშლა ამ ქვეყანაში ივანიშვილის ძალაუფლების", განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.