„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ პრემიერ მინისტრის კანდიდატურად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ „სასაცილო მდგომარეობაში ვართ“, რადგან ივანიშვილი „ვერავის ვერ ხედავს საკუთარი ოჯახის ახლობლების და ფავორიტების გარდა“.
ბურჯანაძის თქმით, ეს არა უმრავლესობის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რაც „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.
„სამწუხაროდ, სასაცილო მდგომარეობაში ვართ. ცოტა უხერხულია, როდესაც ადამიანები, რომლებიც სერიოზულად გვგონია გველაპარაკებიან, გვეუბნებიან, რომ სერიოზული და გამოცდილი კანდიდატია პრემიერ მინისტრობის. გავიხსენოთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება, რომელსაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს მეზობელთან, უმძიმესი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.
ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი არა თუ ვერ ფლობს ინფორმაციას, არავინ არა ჰყავს კადრები, ვერავის ვერ ხედავს საკუთარი ოჯახის ახლობლების და ფავორიტების გარდა. ეს ძალიან მალე დაანგრევს ამ ხელისუფლებას”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.