მოკლულია მუხაესტატეს პოლიციის უფროსი - „იგი მიაცილებდა ხეს და მას სავარაუდოდ, უკანა მხრიდან დანა დაარტყეს“
15-06-2018, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის, მკვლელობის მოტივი უცნობია. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

 


წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ბონდო თევდორაძემ განაცხადა.

 


„[პოლიციის] განყოფილების უფროსი მიაცილებდა ხეს, რომელიც გადაჰქონდათ. მას სავარაუდოდ, უკანა მხრიდან დანა დაარტყეს. ეს რა თქმა უნდა ხის გადატანას არ უკავშირდება, თუმცა არ ვიცი რის გამო მოხდა“, განაცხადა ბონდო თევდორაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Zoro
      
KGB-ს და მისი აგენტურის მორიგი მსხვერპლი საქართველოში, რომელიც ისახავს მიზნად სახელმწიფოში მართული ქაოსის ჩამოგდებას, საზოგადოებაში შიშის და მუდმივი დაძაბულობის სინდრომის დამკვიდრებას - რაც წარმოადგენს, ადგილობრივი აგენტურის დახმარებით მორიგი სახელმწიფო გადატრიალების პროცესის მხარდაჭერის და გაღვივების მცდელობას...
საზოგადოება ვალდებულია იყოს ფხიზლად და ყურადღებით!
15 ივნისი 2018 05:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი