პრემიერ მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს დღეს წარედგინება
15-06-2018, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს დღეს წარედგინება, პრეზიდენტი კი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს მას შემდეგ, რაც ძველი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ წევრებს შეარჩევს.

 


კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც, რომელიც დეპუტატებს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა უნდა გააცნოს.

 


მთავრობას 150 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში, სადაც მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას წარმოადგენს, ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 


საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის ახალ კანდიდატურას, მამუკა ბახტაძეს, რომელიც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილ უმრავლესობის დეპუტატებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, სრული ნდობა და მხარდაჭერა ექნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი