დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფლებში - ქალილოში და კაწალხევში გაიწმინდა და გაფართოვდა ხევის კალაპოტი, რომელიც უხვი ნალექების პირობებში საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
მათივე ინფორმაციით, სოფელ წიფრანში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მდინარე არაგვის კალაპოტი გაიწმინდა და შეიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.