საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ - მიიღო მონაწილეობა.
ლევან იზორია ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა სესიაზე - „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - გაძლიერებული პარტნიორობა და თანამშრომლობა“. პანელის მოდერატორი იყო ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ბრაიან უათმორი.
გაყინული კონფლიქტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, ევროკავშირის და საქართველოს საერთო გამოწვევები, მოუგვარებელი კონფლიქტები და საქართველო, ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგია და არსებული შესაძლებლობები - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სესიის მონაწილეებმა იმსჯელეს.
ლევან იზორიასთან ერთად სესიაზე მომხსენებლებად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს საკითხებში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორი ლუკ დევინი და მარშალის ფონდის ვარშავის ოფისის დირექტორი მაიქლ ბარანოვსკი წარსდგნენ.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ წელს მეთხუთმეტედ ტარდება, ამჟამად უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლე.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.