ბათუმში მიმდინარე „საქართველოს ევროპული გზა“ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორთან რუპერტ ეინლისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასაწყისში ლელა ჩიქოვანმა საქართველოს მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უორდროპის დიალოგს და მომავალ პლენარულ სესიას, რომელიც თბილისში გაიმართება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.