ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა, მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკური გუნდის ცვლილებაზე საუბრობს.
გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ამ მხრივ მოხდება, სავარაუდოდ, ცვლილებები, რადგან პრემიერ მინისტრის ცვლილების მიზეზი ეკონომიკური საკითხები გახდა.
იგი ძალოვან სამინისტროებში პირველი პირის დონეზე ცვლილებებს არ ელოდება. ამასთანავე, აცხადებს, რომ წინააღმდეგი იქნება იუსტიციის მინისტრის შეცვლის, რადგან თეა წულუკიანმა დაწყებული საქმეების დასრულება უნდა შეძლოს.
„ეკონომიკურ გუნდში იქნება ალბათ ცვლილებები. მე ასე მგონია იმიტომ, რომ სწორედ ეკონომიკასთან მიმართებაში მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით. ძალისმიერ სტრუქტურებში მე არ ველოდები ცვლილებებს, რა თქმა უნდა. კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები იუსტიციის მინისტრის გადაყენების ან შეცვლის იმიტომ, რომ მას სერიოზული პროცესი აქვს წამოწყებული ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და ველოდებით ასე ვთქვათ, შედეგს ამ სასამართლოსი", აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.