რომან გოცირიძე: თუ მთავრობის გადადგომა მივიდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძის წასვლამდე, ეს არის აბსურდი - პიროვნული თვისებებით კვირიკაშვილი და ჯანელიძეც ათი თავით სჯობიან იმ მავნებლებს, რომელთა დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს
15-06-2018, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავრობა შედგება ორი ნაწილისგან - ერთი არის ის, რომელიც აფუჭებს საქმეს - პირდაპირ მავნებლები და მეორე - რომელიც არ აკეთებენ საქმეს - ანუ უქნარები", აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

 


გოცირიძე მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს, ყველა ის ადამიანი, ვინც ზიანი მიაყენა ქვეყანას. მისი თქმით, თუ მთავრობის გადადგომა მივიდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძის წასვლამდე, მაშინ ეს არის აბსურდი".

 

 

„პირველ რიგში უნდა წავიდეს ის ხალხი, რომელმაც ზიანი მიაყენა ქვეყანას. ჩაიდინა მრავალი ბოროტება, შექმნა უსამართლო, ძალადობრივი სისტემა და ქვეყნა მიიყვანა ასეთ უმძიმეს სიღარიბემდე, რასაც ამტკიცებს საერთაშორისო გამოკითხვები.

 

 

ეს იყო უსამართლობის ტალღაზე გადამდგარი მთავრობა. პირველ რიგში უნდა წავიდეს ყველა ძალოვანი და უნდა წავიდეს იუსტიციის მინისტრი. ასევე ამ საქმესთან ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული ყველა პირი სოზარ სუბარით დაწყებული დამთავრებული შს მინისტრით.

 

 

მთავრობის გადადგომა არის სერიოზული პოლიტიკური აქტი თუ მთავრობის გადადგომა მივიდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძის წასვლამდე მაშინ ეს არის აბსურდი, პიროვნული თვისებებით კვირიკაშვილი და ჯანელიძეც ათი თავით სჯობიან იმ მავნებლებს, რომელთა დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს,“ აცხადებს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი