წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. 60 ბავშვზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით იფუნქციონირებს.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, ეს პირველი საბაშვო ბაღია მუნიციპალიტეტის ტერტიორიაზე, სადაც გათბობა ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესებიც.
სოფელ გვიშტიბის საბავშვო ბაღი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მოადგილეებმა ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს.
„პროექტის თანახმად, გარემონტდა არსებული შენობა და მოხდა ფართის მომატება. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 000 ლარი დაიხარჯა“, განმარტავს ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების" მმართველი გიორგი იობიძე.
პროექტის განხორციელებას სოფელ გვიშტიბის ადგილობრივი მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა. განახლებული საბავშვო ბაღი სექტემბრის თვეში გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.