საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობას ეხმაურება.
„მართლა ვეღარ ვცნობ ჩვენს ქვეყანას", წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პოლიციელის სიცოცხლე კრიმინალების მიმართ შემწყნარებლობამ და ივანიშვილის ხემ შეიწირა.
„ივანიშვილის ხემ და ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულმა კრიმინალების მიმართ შემწყნარებლობამ შეიწირა უწესიერესი ადამიანი, სამი შვილის მამა ბუტა ანთაძე...
ქობულეთის პოლიციის უფროსი დაკავებული იყო ივანიშვილის მორიგი ხის გადატანის დაცვით. ამ დროს მას მიეპარა კრიმინალი, რომელსაც ქურდად კურთხევა უნდოდა, ამ მიზნით პოლიციელის მკვლელობა გადაწყვიტა და ზურგში დარტყმით მოკლა", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.