ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაართან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ევროპელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის აქტიური ძალისხმევის გამო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრის დროს მხარეებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და მასში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს, ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
საუბარი ასევე შეეხო “პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის” (PESCO) მიმართულებასაც. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველო ინტერესით აკვირდება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.