რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2014 წელს ქვეყნის მიერ განხორციელებულ მიზნებსა და საშუალოვადიან პერსპექტივებში არსებულ ამოცანებზეა ყურადღება გამახვილებული.
ანგარიშში, საქართველოსთან ურთიერთობაზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ რუსულ ბაზარზე, რამდენიმე ქართულ პროდუქციას შეზღუდვა მოეხსნა, რამაც საქართველოსთან ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას ხელი შეუწყო.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში საქართველოსთან ურთიერთობაში, საქმიანი თუ ჰუმანიტარტული კონტაქტების გამოცოცხლება იგრძნობა.
„აღდგა სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა, ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტები შესამჩნევად გააქტიურდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს“, - ნათქვამია, რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშში.
ეს რაც შეეხება მიღწევებს, ხოლო სამომავლო გეგმებში, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და მათი მხარდაჭერაა.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახემლმწიფოებრიობის მხარდაჭერის კურსს კვლავ ვინარჩუნებთ. მათთვის უსაფრთხოება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება აუცილებელია“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება, საქართველოსთან არსებულ პრობლემებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამის გამომწვევი მიზეზი, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობაა, ამასთან ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლება სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსს არ თმობს.
„საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების ნაკლებობა, ის რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გაუქმება არ სურს, ასევე ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან მაქსიმალური ინტეგრაციისკენ აღებული და გაგრძელებული კურსი, ბუნებრივია, რუსეთ-საქართველოს შორის სრულფასოვანი კავშირების შემაფერხებელ ფაქტორად რჩება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.