ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში დაძაბულობა იყო. პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ადგილობრივებს შორის რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული. ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონფლიქტი განმუხტულია.
„სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.