საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უფასო სკრინინგ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.
უფასო სამედიცინო მომსახურებას პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები 400-ზე მეტი 16-დან 60 წლამდე დევნილი მიიღებს.
სკრინინგ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. უფასო სკრინინგ პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაიწყო და გორის რაიონშის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ 600-მდე დევნილს გამოკვლევები ჩაუტარდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.