ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე სამხედრო პოლიციელებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ მიულოცეს.
ღონისძიება საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლებებით დაიწყო. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონმა პატრულირების ოპერაცია, ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დაცვის სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ - მაღალი დონის სტუმრის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია წარმოადგინეს.
სიტყვით მიმართვისას გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო პოლიციელებს თავდაცვის მინისტრის მილოცვა გადასცა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პოლიციის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ სამხედრო პოლიციელებს საშტატო იარაღები გადაეცათ, პირადი შემადგენლობა მედლებით „გენერალ კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ.
საზეიმო ღონისძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღების გამოფენით დასრულდა.
საპოლიციო დანიშნულების ქვედანაყოფები საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მისი შექმნის დღიდან არსებობდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი 2005 წელს შიქმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა უწყების, როგორც ინსტიტუციის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 2015 წელს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განვითარებში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. სამხედრო პოლიცია საბრძოლო კომპონენტით გაძლიერდა, უწყების ფარგლებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბატალიონები შეიქმნა.
ამჟამად, სამხედრო პოლიციის ბატალიონები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არიან ჩართული და მათზე დაკისრებულ ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.