საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს.
„პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ძალიან ნათლად დააფიქსირა. მან გააკეთა განცხადება და საჯაროდ თქვა მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა სხვა არჩევანი გააკეთა. პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ცნობილია, თუმცა მისი პოლიტიკური პოზიცია არის ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რას და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი. ბუნებრივია, პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, თავად დაიცავს და შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია", აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.