შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფებს აწესებს 50 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ საქონელზე, ბრალს სდებს რა პეკინს ინტელექტუალური საავტორო უფლების მოპარვაში.
ტარიფები, რომელიც ყოველწლიურ ვაჭრობაში 34 მილიარდი დოლარის 800-ზე მეტ ჩინურ პროდუქტს შეეხება, ძალაში 6 ივლისს შევა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დანარჩენი 16 მილიარდ აშშ დოლარის საქონელზე ის კონსულტაციებს გამართავს და მასზე ტარიფებს მოგვიანებით აამოქმედებს.
თუკი ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, რისი პირობაც მან უკვე დადო, ტრამპმა გამაფრთხლებლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტ ტარიფებს დააწესებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები „არსებითია იმისათვის, რომ დაცული იყოს ამერიკული ტექნოლოგიის და ინტელექტუალური ქონების ჩინეთისთვის შემდგომი უსამართლო გადაცემა, რაც დაიცავს ამერიკულ სამუშაო ადგილებს“.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟებსა და ბაზრებზე აქციების ფასები დაეცა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ინვესტორები შეშფოთებული არიან შესაძლო სავაჭრო ომის გამო.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ის „იმავე მასშტაბის და იმავე სიძლიერის“ ზომებს, რასაც აშშ მიმართავს, თავადაც „დაუყოვნებლივ მიიღებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.