ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი „ძლიერი მეთაურია“ და სურს, ამერიკელი ხალხი ისევე ყურადღებით უსმენდეს მას, როგორც კიმ ჩენ ინს მისი ხალხი უსმენს
15-06-2018, 22:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ძლიერი მმართველია. „ის ლაპარაკობს და ხალხი ყურადღებით უსმენს მას. მსურს ჩემმა ხალხმაც იგივე გააკეთოს“, განაცხადა ტრამპმა Fox News-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „Fox and Friends“-ში.

 


მოგვიანებით კი ტრამპმა თეთრ სახლთან რეპორტიორებს უთხრა, რომ მისი კომენტარი ხუმრობა იყო.

 


„მე ვხუმრობდი. თქვენ არ გესმით სარკაზმი“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე 12 ივნისს შეხვდა.

 


ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა.

 

 

 

ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მიღწეულ შეთანხმებას „პატიოსანი, პირდაპირი და პროდუქტიული“ უწოდა.

 

 

ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული განიარაღება ძალიან, ძალიან მალე მოხდება“, ეს განცხადება კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 


ტრამპმა კიმს „ძალიან ღირებული, ჭკვიანი მომლაპარაკებელი“ უწოდა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი