თინა ხიდაშელი ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით შეხვედრას გამორიცხავს
09-06-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით შეხვედრა შედგა.


"მე ამის შესახებ არაფერი ვიცი და უფრო მეტიც, ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია. ჩემთვის ბატონი მურუსიძის განცხადება თავისთავად არგუმენტი არ არის, გამომდინარე იმ წარსულიდან, რომლითაც ის საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოირჩეოდა, განსაკუთრებით სანდრო გირგვლიანის საქმეზე. მაგრამ, ზუსტად ამიტომაც, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე მსგავსი ტიპის შეხვედრას. ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არც ის ვიცი, ალასანიას ინფორმაცია რას ეყრდნობოდა და არც ის ვიცი, რომ რამე მსგავსი ყოფილა. მაგრამ, ჩემი პირადი დამოკიდებულებისა და იქედან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუძლებელია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი