ვიდეო: მსოფლიოში ცნობილი გლაზგოს ხელოვნების სკოლა ცეცხლის ალში გაეხვა
16-06-2018, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოში ცნობილი გლაზგოს ხელოვნების სკოლა ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარი ადგილობრივი დროით პარასკევ ღამეს, 23:15 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა, მათ შორის კამპუსის ღამის კლუბსა და O2 ABC-ის მუსიკალური ღონისძიებების ცენტრზე, რომელიც ხანძარმა „სერიოზულად დააზიანა“.

 


შოტლანდიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 


სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოფიცრის, ლეინ ბაშელის განცხადებით, ცეცხლის კონტროლქვეშ მოქცევის მცდელობა „ხანგრძლივ“ დროს მოითხოვს.

 

 

 

 

 

მისივე თქმით, 120-ზე მეტი მეხანძრე გაიგზავნა „უკიდურესად გამომწვევი და კომპლექსური ინციდენტის“ გასამკლავებლად.

 

 

ხელოვნების სკოლის ნაწილი 4 წლის წინ, 2014 წლის მაისში დაიწვა და მისი აღდგენითი სამუშაოებისთვის მრავალი მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიყო, შენობის გახსნა კი მომავალ წელს იგეგმებოდა.

 


როგორც თვითმხილველმა BBC-ს უთხრა, წუხანდელი ხანძარი 4 წლის წინანდელზე „გაცილებით უარესი“ ჩანდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი