მოსაზრება: გია ნოდია - „ღარიბაშვილისგან და სხვა გადაყენებული მინისტრებისგან განსხვავებით კვირიკაშვილმა გაბედა იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებები ჰქონდა და ამას შეეწირა“
16-06-2018, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გიორგი კვირიკაშვილი იყო სუსტი და უსახური პრემიერი სისტემაში, რომელიც სუსტ და უსახურ პრემიერებს მოითხოვს“, აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.

 


მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ხელისუფლების განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს, რომ „ის იყო უფრო აზრიანი და ნაკლებად სასაცილო, ვიდრე მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი“, ამასთან, „ღარიბაშვილისგან და სხვა გადაყენებული მინისტრებისგან განსხვავებით მან გაბედა იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებები ჰქონდა“, რასაც „შეეწირა“ კიდეც.

 


„გიორგი კვირიკაშვილი იყო სუსტი და უსახური პრემიერი სისტემაში, რომელიც სუსტ და უსახურ პრემიერებს მოითხოვს“,

 


„სისტემა ასეთი სუსტი პრემიერების პერიოდულ გაწირვასაც მოითხოვს, რომ „გუნდმა“ ანუ მეფემ პოზიციები შეინარჩუნოს (რამდენად დიდხანს იმუშავებს ასეთი სისტემა, სხვა საკითხია).

 


„ის იყო უფრო აზრიანი და ნაკლებად სასაცილო, ვიდრე მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა საბოლოოდ ისტორიაში მაინც დარჩება პირველ პრემიერად, რომელმაც ოპოზიციის შეკითხვას კარგების (თუ კეთილების? - აღარ მახსოვს) გინებით უპასუხა.

 


პირადად მის მიმართ აგრესიული განწყობა არასოდეს მქონია, თუმცა მთლად „სისტემის მსხვერპლადაც“ ვერ გამოვაცხადებ. ის თავად დათანხმდა იმ როლს, რაც ჰქონდა.

 


„ღარიბაშვილისგან და სხვა გადაყენებული მინისტრებისგან განსხვავებით მან გაბედა იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებები ჰქონდა და ამას შეეწირა. რაღაც განსაკუთრებულ ვაჟკაცობად ამას ვერ ჩავუთვლით, მაგრამ სხვას ეს არ უთქვამს, ასე რომ დასაფასებელია.

 


„საინტერესოა, სხვა გადაყენებული მინისტრები როგორ მოიქცევიან. აგერ, მიხეილ ჯანელიძემაც გაბედა და კვირიკაშვილს სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა“, წერს პოლიტოლოგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი