ბექა ოდიშარია: „შემაშფოთებელი და ამაზრზენია პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრების მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება“
16-06-2018, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდში (ვფიქრობ ხელოვნურად) ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქართული საზოგადოებისათვის და მენტალობისათვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები - რაც ბუნებრივია თავისი არსით პროვოკაციაა“.

 


ოდიშარია ამბობს, რომ „კიდევ უფრო შემაშფოთებელი და ამაზრზენი ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება“.

 


„ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს შორის აგრესიული დაპირისპირებების კასკადმა და გამომდინარე ტრაგიკულმა შედეგებმა, და ამ მოვლენით საზოგადოების შეშფოთებამ სამართლიანად გადააჭარბა სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემას.

 


მე მინდა კითხვა დავუსვა ამ პასკვილური განცხადებების ავტორებს, არიან კი ისინი მზად აიღონ პასუხისმგებლობა იმ შესაძლო სავალალო შედეგებზე , რაც შეიძლება მოჰყვეს თუნდაც თანატოლების მიერ ზემოთხსენებული ახალგაზრდა ადამიანების, პოლიტიკოსების შვილების, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს?!

 


პატივცემულო ოპონენტებო, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრება არ შეიძლება! გვახსოვდეს, რომ არსებობს ამ ქვეყნად გაცილებით მეტი ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, ვიდრე სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა!“, აცხადებს ბექა ოდიშარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი