ნიკა მელია: „ამ ფოტოებიდან კარგად ჩანს ვის ინტერესებსაც ემსახურება მოძალადე ნესტორ რამიშვილი, რომელიც ლაჩრულად, ფიზიკურად გაუსწორდა ბესო ქათამაძეს და გუშინ საღამოს მომიქსიეს მე“
16-06-2018, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში განვითარებულ მოვლენებს ახმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და აცხადებს, რომ მის თანაპარტიელს, ბესო ქათამაძეს ფიზიკურად ნესტორ რამიშვილი გაუსწორდა.

 


მელიას ცნობით, ნესტორ რამიშვილი გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და კახა კალაძის მეგობარია და ამავე დროს მეზობელიცაა სამტრედიაში და სწორედ ასეთი „პირების მეშვეობით ძალადობს ივანიშვილი და ინარჩუნებს ძალაუფლებას“.

 


„ეს ვინმე ნესტორ რამიშვილია (ფოტოებზე მონიშნული პირი). ერთ-ერთია, რომელიც ლაჩრულად, ფიზიკურად გაუსწორდა ბესო ქათამაძეს და გუშინ საღამოს მომიქსიეს მე“, წერს მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და განაგრძობს:

 


„მასზე ყურადღებას არც შევაჩერებდი, სწორედ ასეთ და მხოლოდ ასეთ პირებზე რომ არ იდგეს უკვე მარგინალური და პოლიტიკურად გაბანკროტებული ხელისუფლება.

 


ამ ფოტოებიდან კარგად ჩანს ვის ინტერესებსაც ემსახურება მოძალადე ნესტორ რამიშვილი.

 


კარგად ჩანს, ვის გულის მოგებასაც ცდილობს და ვისაც აქვს მასზე ზემოქმედების ბერკეტები.

 


ცნობისთვის, ნესტორ რამიშვილი გურიის გუბერნიის ‘თანამშრომელია’. მეუღლე ოზურგეთის საკრებულოს წევრია ქართული ოცნებიდან. ნესტორ რამიშვილი კახი კალაძის მეგობარი და მეზობელია სამტრედიაში.

 


აი, ასეთი პირების მეშვეობით ძალადობს ივანიშვილი და ინარჩუნებს ძალაუფლებას. ასეთ პირებზეღა დგას ეს ხელისუფლება. მას სხვა დასაყრდენი აღარ შერჩა საზოგადოებაში“, წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“ და მის ამ განცხადებას ფოტომასალასც ურთავს თან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი