ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა მისი ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ისევე როგორც პრემიერ მინისტრობის პერიოდში წარუმატებელი იყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში, თუმცა დაამატა, რომ „დღეს სხვა ტემპია საჭირო“.
მან თქვა, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი უახლოეს დღეებში შეარჩევს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრობის კანდიდატებს და ამ პროცესში ჩართული იქნება „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და პარტიის ხელმძღვანელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად მამუკა ბახტაძე მიიღებს.
„დღეს სულ სხვა ტემპი გვჭირდება... არ გვჭირდება კაბინეტებში ჩაკეტილი მინისტრები“, აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ რეფორმებთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული გეგმა მნიშვნელოვანია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროს განვითარება.
კალაძემ აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძეს ყველანაირი თვისება აქვს იმისათვის, რომ შეკრას გუნდი. მან არ გამორიცხა, რომ გარკვეული სამინისტროების ოპტიმიზაცია ისევ მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.