მესტიის მუნიციპალიტეტში, სტარტი აიღო მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირმა ჭიდაობა-ძიუდოში.
შეჯიბრში მონაწილეობას 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდები იღებენ.
მესტიის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ შეჯიბრებაზე მონაწილეობის მისაღებად საგარეჯოს, დმანისის, მარნეულის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მესტიის და სამაჩაბლოს ნაკრები გუნდები ეწვივნენ.
ღონისძიებას ილიკო გაბლიანის სახელობის მულახის სპორტული ცენტრი მასპინძლობს.
ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.