საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სტუმრებს ამბიონიდან მიმართა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბართლომეუსმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის მოკითხვა გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ქართული ეკლესიის მხარდამჭერია.
„ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის. უზომოდ მოხარულები ვართ თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით გულითადად სმირნის მიტროპოლიტი და მე, რომლებმაც თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საღმრთო ლიტურგიაში და ვეზიარეთ უხრწნელ სისხლსა და ხორცს.
თქვენთან ჩამოტანილი გვაქვს ძმური სიყვარული მისი ყოვლდაუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და დედაეკლესიის, რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის გვირგვინი. იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაზეც გვიწევდა საუბარი წინა შეხვედრებისას და ახლაც, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთან ვთანამშრომლობთ. მთლიანად მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რაშიც საჭიროებს თქვენი ეკლესია მხარდაჭერას და დახმარებას. ყოველთვის გწამდეთ, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელშიც უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანაშემწე. იმ დღიდან, რა დღიდანაც ბიზანტია, როგორც იმპერია არსებობდა და იყო ძმური ურთიერთობა მათ შორის, ეს დღემდე გრძელდება და ამის შემდეგაც გქონდეთ იმედი ჩვენი. უნდა გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობა. გისურვებთ დღეგრძელობას“, აღნიშნა მიტროპოლიტმა, ემანუელმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატიო სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა. მიტროპოლიტი ემანუელი და სმირნის მიპროპოლიტი ბართლომეუსი თბილისს ხვალ დატოვებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.