QNET-ში აცხადებენ, რომ „კომპანია არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და არანაირი კავშირი არ აქვს და არც ჰქონია ეკა ბესელიასთან“
17-06-2018, 21:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია QNET-ი „რუსთავი 2"-ის სიუჟეტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ QNET-ი პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენს და ეკა ბესელიასთან კავშირი არ აქვს.

 

 

„კომპანია QNET-ისთვის ცნობილი გახდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შაბათის კურიერში გაშვებული სიუჟეტის შესახებ, სადაც „რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი და რეპორტიორი კომპანია QNET-ს მოიხსენიებს, როგორც „ფინანსურ პირამიდას”, „თაღლითურ სქემას” და ა.შ. „რუსთავი 2"-ის სრული სიუჟეტი მიეძღვნა კომპანია QNET-ის დისკრედიტაციას და მისი საქმიანობის ხელისშეშლას საქართველოში.

 

 

კომპანია QNET-ი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და არანაირი კავშირი არ აქვს და არც ჰქონია ქალბატონ ეკა ბესელიასთან. გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ სრული სიცრუე.

 

 

კომპანია QNET-ი წარმოადგენს პირდაპირი გაყიდვების კომპანიას. დაარსებულია 20 წლის წინ მალაიზიაში და ამჟამად 100-ზე მეტი წარმომადგენლობა გააჩნია სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია საქმიანობს კანონდებლობის შესაბამისად და არანაირი კავშირი არ გააჩნია სიუჟეტში მოყვანილ არალეგალურ ფინანსურ სქემებთან. კომპანია QNET-ის პროდუქცია სერტიფიცირებულია მსოფლიოს აკრედიტირებული ინსტიტუტების მიერ და ფართოდ ტირაჟირდება მსოფლიოს წამყვანი სააგენტოების მეშვეობით. კომპანია არის „მანჩესტერ სიტის” საფეხბურთო გუნდის სპონსორი და ასევე სხვა უამრავი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერი. ამის მაგალითია თქვენს ქვეყანაში განხორციელებული არაერთი სპორტული და საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ნახსენები არ იყო თქვენს სიუჟეტში.

 

 

არანაირი შეხება არ გვაქვს კომპანიის ბიზნესის არალეგალურ საქმიანობასთან, თუკი ასეთი არსებობს. კომპანია პასუხისმგებელია ხარისხიან და სანდო მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და თუკი, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე იყენებს ბიზნესის წარმოების არაკანონიერ გზებს, ჩვენ მოხარული ვიქნებით თუკი მსგავსი ქმედებები გამოძიებული იქნება.

 

 

კომპანია QNET-ის პატივისა და ღირსების შებღალვისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2 ''- ისგან ვითხოვთ საჯარო ბოდიშს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ სასამართლოს ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად", აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი