საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რაგბიში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში შოტლანდია 39:31 დაამარცხა.
„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს, 6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს.
გარდა ამისა საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში“, აღნიშნულია „ქართული რაგბის“ „ფეისბუქგვერდზე".
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამშობლოში 19 ივნისს, დილის 03:05-ზე ბრუნდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.