ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულაში, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, განსახლების პროცესი მიმდინარეობს
18-06-2018, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულაში, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, განსახლების პროცესი მიმდინარეობს.

 


„ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული პროცესში და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის განსახლების სამსახურისა და სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლებთან ერთად, სისტემატურად ადევნებენ თვალ-ყურს შეფასების კრიტერიუმებს.

 


ამ დროისთვის ანეულაში 9 ოჯახი შესწავლილია, კვლევა დასრულებულია და განსახლების პროცესი დაწყებული. თუმცა, გასულ კვირას, ანეულას მოსახლეობასთან, შესაბამისი სასახურებისა და ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ერთობლივ შეხვედრაზე გადაწყდა ექსპერტიზის წარმომადგენლებმა დამატებით შეისწავლონ ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართიდან, მხოლოდ ეზოები მოყვა განსახლების ზოლში.

 


სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს იმ ნიადაგის შესწავლა, რომელზეც ზემოთ აღნიშნული 4 ოჯახის სახლი მდებარეობს. ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

 


ოჯახებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მერიის ზედამხედველობისა და აქიტექტურის სამსახურის უფროსი აფრასიონ ლურსმანაშვილი, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე და მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე ესწრებოდნენ. პროცესებში მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად იცავს ადგილობრივი თვითმმართველობა.

 


რაც შეეხება განსახლების ზოლში მოყოლილ იმ მოსახლეობას, რომელთა კერძო საკუთრების გამოსყიდვა უკვე მოხდა, მათ დაწყებული აქვთ თავიანთი სახლების დაშლა და გადატანა", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი